თბილისი. საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქვეყნებს ინფორმაციას ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში დაგეგმილ კონსულტაციაზე.
„ევროკომისიამ გადაწყვიტა დაინტერესებულ მხარეებისთვის საჯარო კონსულტაციების გამართვა, რომელიც შეეხება ჰორიზონტი 2020-ს შუალედურ შეფასებას. ეს შუალედური შეფასება ხელს უწყობს ჰორიზონტი 2020-ს ფუნქციონირებას, და ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია ევროკავშირის მომავალი კვლევისა და ინოვაციების პროგრამის მზადების პროცესისთვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: rustaveli.org.ge