თბილისი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ფემინისტურ ვებ-საიტზე გამოქვეყნდა ბლოგპოსტი: „მთავარი ქალი მხატვრების სევდიანი ამბები".
„თუ სახელოვნებო სფეროს დავუბრუნდებით, ხელოვანი ქალები დღეისთვის ნამდვილად უფრო თავისუფლები და ამბიციურები არიან, ვიდრე იმ დროს, როცა ხელოვანად აღიარებად ითვლებოდა თუ მის ნამუშევარს „მამაკაცურად ძლიერს" უწოდებდნენ; დღეს ზოგადად ხელოვანის კარიერა არ გულისხმობს აუტსაიდერობას და სოციუმთან კონფლიქტს, ან აუცილებელ მსხვერპლს, რომ ხელოვანად ქცევა მხოლოდ რაღაცაზე იძულებით უარის თქმის ხარჯზე (მაგალითად, პირადი ცხოვრების) შეიძლება მოხდეს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.feminism-boell.org