თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „საქართველო კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსში".
„„მსოფლიო სამართლის პროექტის" ყოველწლიური ინდექსის თანახმად საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2012 წლიდან დღემდე ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა კანონის უზენაესობის მხრივ. მიუხედავად ამისა უნდა ითქვას, რომ 2016 წელს საქართველომ იგივე შედეგი აჩვენა რაც წინა - 2015 წელს, შესაბამისად საერთო ჯამში არ შეიმჩნევა გაუმჯობესება ბოლო წლის განმავლობაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: https://idfi.ge