თბილისი. 27 ოქტომბერს, სახალხო დამცველის აპარატს სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ.
„შეხვედრაზე სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა სტუმრებს სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები გააცნეს; მათ შორის, ანტი-დისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების პრობლემები, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობის პრინციპები, გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მიმდინარე საქმიანობა, შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების და სხვა საკითხები", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge