თბილისი. პროექტის „სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
„პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენელებისათვის განხორციელდა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო - საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობა, საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმები, არჩევნითი ინსტიტუტის კომპეტენციები, გენდერული ასპექტები და კენჭისყრის პროცედურები.
მომზადდა ვიდეო რგოლები (ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე), რომელიც განთავსდა რეგიონში არსებულ მედია საშუალებებში", ნათქვამია ორგანზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში