თბილისი. 27 ოქტომბერს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) და უნისეფის ორგანიზებით პროექტის ფარგლებში - „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობის გაძლიერება და განვითარება საქართველოში" სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრის მიზანს საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმებისა და პროცედურების შესახებ ბავშვებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების ფორმებისა და საშუალებების განსაზღვრა წარმოადგენდა, რაც შემდგომში, აისახება აღნიშნული მიმართულებით ბავშვის გაზრდილ ცნობიერებასა და სამოქალაქო განათლებაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com