კახეთი.საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოების ხელმძღვანელმა კახეთში (GSNF) კახაბერ
სუხიტაშვილმა ეკოლოგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.
დამსწრე საზოგადოებას, მოსწავლეებს, სტუდენტებსა და
დაინტერესებულ მოქალაქეებს მან მდინარე ალაზნის ჭალასა და მის ეკონომიკურ და ეკოლოგიური
მნიშვნელობზე ესაუბრა:
,,ახალგაზრდებს ვესაუბრე ალაზნის ჭალების ღირებულებაზე.
საინტერესოა ჭალის ტყეების ბალახოვანი საფარის შემადგენლობა, რომელიც რამოდენიმე ეროვნული
და გლობალური მნიშვნელობის მქონე სახეობების გავრცელების არეალის ნაწილია. მეტად მდიდარია
აგრეთვე ალაზნის ჭალის ტყეების ფრინველთა ფაუნა, ვინაიდან ეს არეალი ფრინველთა მიგრაციის
დერეფანია. აქ სახლობს ან გადაფრენის დროს შეიძლება შეგხვდეს გლობალური მასშტაბით საფრთხის
ქვეშ მყოფი ფრინველებტ. მდინარე ალაზნის ჭალის ტყეები ჯერ კიდევ მდიდარია ჩვენი ბუნებრივი
მემკვიდრეობის ერთერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს."