en
ge

მექსიკა - რეიტინგის ახალი ლიდერი...

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს ბლოგპოსტს: „ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის რეიტინგის ახალი ლიდერი - მექსიკა".
„...აღნიშნული რეიტინგის მიზანია ინფორმაციაზე წვდომის უფლებასთან დაკავშირებული ეროვნული სამართლებრივი მექანიზმების შეფასებითი ანალიზის განხორციელება. რეიტინგში შესული ქვეყნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და დღეისთვის 112 ქვეყანას შეადგენს.
საყურადღებოა, რომ ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის გლობალური რეიტინგის შექმნის დღიდან, მის უპირობო ლიდერს სერბეთი წარმოადგენდა, თუმცა განახლებული რეიტინგის თანახმად, 135 ქულიანი მაჩვენებლით სერბეთმა ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის რეიტინგის მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 136 ქულიანი მაჩვენებლით პირველ ადგილზე მექსიკამ გადაინაცვლა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023