თბილისი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ, გოეთეს ინსტიტუტთან და DVV International-თან თანამშრომლობით, მორიგ ღონისძიებას „ქალაქი და მოქალაქეები ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში" უმასპინძლა.
„აღნიშნული ღონისძიებით შევეცადეთ არსებული ურბანული გამოწვევების კიდევ ერთხელ გააზრებას, ალტერნატიული განვითარების გზებზე მსჯელობას, ბოლო წლებში თბილისში მიმდინარე ურბანული აქტივიზმის მიღწევების და წარუმატებლობის ძირითადი მიზეზების ანალიზს. ქართველ აქტივისტებს და ურბანული საკითხებით დაინტერესებულ მკვლევარებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ აქტივისტებისა და მკვლევარებისთვის პრაღიდან, კიევიდან, სტამბულიდან და შტუტგარტიდან და საქართველოდან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ge.boell.org