სამეგრელო. 5 და 6 ნოემბერს, სენაკის სათემო განათლების ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „უსინათლო და მცირემხედველი მონაწილეეების ჩართულობის ხელშეწყობა ზრდასრულთა და არაფორმალური განათლების აქტივობებში”.
შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მცხოვრები ზრდასრულთა და არაფორმალური განათლების ლიდერები. ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდა გზამკვლევი „უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზიის ხელშეწყობა არაფორმალური განათლების აქტივობებში”. გზამკვლევი ვრცელდება უფასოდ, ელექტრონული ფორმით,” ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში