en
ge

ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია

თბილისი. 4 ნოემბერს „მზიურის" კაფეში ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა.
„ამ პროექტზე მუშაობა „საბამ" გაზაფხულზე დაიწყო. აპლიკაციაში „SABA Reader" დაემატა ხმოვანი წიგნების ფუნქციონალი და ადაპტირდა უსინათლო ადამიანებზე, რაც ნიშნავს, რომ ისინი ხმოვანი წიგნის მოსმენას დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ. ამასთან, „საბას" 300-ზე მეტი ხმოვანი წიგნი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. ეს არის ტექნოლოგიურად დახვეწილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხმოვანი წიგნები. მათი მოსმენა შესაძლებელია Android და ioS მოწყობილობებში, ინტერნეტის გარეშე. პროექტი განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით", ნათქვამია ელექტრონული წიგნების სახლი „საბას" ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: „საბას" ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)