თბილისი. 7 ნოემბერს, გაიმართა კონფერენცია, რომელიც საქართველოს ასოცირებას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამასთან „ჰორიზონტი 2020" და მასში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის გაძლიერებას მიეძღვნა.
„ღონისძიებაზე განიხილეს: ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის Horizon 2020 მიმოხილვა (დაფინანსების შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობა); საქართველოს მონაწილეობა ჩარჩო პროგრამაში; საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშემწყობი კვლევისა და განვითარების პროგრამები; გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ეროვნული საქმიანობის მხარდაჭერის გაძლიერება", ნათქვამია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში