თბილისი. ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მამაკაცებისთვის ბავშვის მოვლის გამო შვებულების და მისი ანაზღაურების უფლების არარსებობას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
„მოქმედი შრომის კოდექსი ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებას ანიჭებს დასაქმებულს, რაც ერთი შეხედვით ნეიტრალური ჩანაწერია, თუმცა, მოსარჩელე მხარე ასაბუთებს, რომ არსებული ჩანაწერისა და მასთან კავშირში მყოფი ნორმების ერთობლივი ანალიზით ნათელია, რომ შვებულების უფლების მქონე დასაქმებულში მოიაზრება მხოლოდ ქალი და დასახელებული შვებულების უფლებით ვერ სარგებლობენ ბავშვის ბიოლოგიური მამები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge