აჭარა. 9 ნოემბერს, აღმაშენებლის საზოგადოებრივ დარბაზში, გაიმართა ღია შეხვედრა - „შენი ხმა საბჭოში".
„შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა შემდეგი ინიციატივები: ლეონიძის 15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის სასახლის განთავსება, მუნიციპალური ტრანსპორტისთვის მოსაცდელების გაკეთება, კორპუსების ადაპტირება, ასევე, კორპუსების ეზოებში წყლის შადრევნების დამონტაჟება, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული ავტობაზრობისთვის ტერიტორიის შეცვლა და ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სკვერის მოწესრიგება/გალაკტიონის ძეგლის რეაბილიტაცია.
პროექტი „მართე შენი ქალაქი” ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის Civil Society Institute ბათუმის ფილიალის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის EWMI Access პროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში