თბილისი. კოალიცია თანასწორობისთვის უერთდება ტრანსგენდერ ადამიანთა ხსოვნის აღნიშვნის დღეს და მოუწოდებს სახელმწიფოს, ეფექტურად გამოიძიოს ტრანსგენდერ ადამიანთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შემთხვევები.
„ტრანსგენდერ ადამიანთა მიმართ ძალადობრივი გამოცდილების სისტემურობის მიუხედავად, სახელმწიფოს არ გააჩნია ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანი პოლიტიკა. სახელმწიფოს არ გააჩნია სენსიტიური და ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმები სიძულვილით მოტივირებულ დანაშულებთან საბრძოლველად...," ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge