თბილისი. 9 ნოემბერს, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრისა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.
„პრეზენტაციაზე ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მაკა კორძაძემ წარმოადგინა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემა, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ადამიანური რესურსის გაძლიერების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის მოხელეთა საჭიროებებზე მორგებული, ხარისხიანი სასწავლო პროგრამებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში