თბილისი. პროექტის „დავლიოთ ჩაი და ვისაუბროთ ადამიანის უფლებებზე" ფარგლებში - უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტების შეხვედრა პროფესორებთან ლელა ჯანაშილსა და გიორგი გოგიაშვილთან.
„საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევის „საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემები" - პრეზენტაცია ღონისძიება გაიმართა არაფორმალურ და თავისუფალ გარემოში, სადაც ახალგაზრდები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას დისკუსიაში, სვამდნენ კითხვებს და ისმენდნენ საპატიო სტუმრების კომენტარებს მათ მიერ წამოწეულ საკითხებზე.
პროექტის „დავლიოთ ჩაი და ვისაუბროთ ადამიანის უფლებებზე" მიზანია ე.წ. ჩაი-ფართების (tea-party) ორგანიზება სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მათი პროფესიული განათლების ამაღლების მიზნით," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში