სამცხე-ჯავახეთი. ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე ფემინიზმსა და ფემინისტურ ორგანიზაციებზე ისაუბრეს. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ქალთა უფლებების გაზიარება.
„ღონისძიება ორგანიზებულ იქნა, ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამა PITA-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორი ახალციხესა და ახალქალაქში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში