თბილისი. 11 ნოემბერს, საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეხვედრა გამართა.
„საუბარი იყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელებაზე სახელწოდებით - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება". შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა 2016-2017 წლების 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების შესახებ ანგარიში წარმოადგინეს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში