თბილისი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლები ეწვივნენ.
„შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა შსს-ს აკადემიასა და აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაფასეს და ახალ გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრის ბოლოს, შსს-ს აკადემიის რექტორი და სტუმრები ძალადობის თემაზე მსმენელთა გადამზადების ახალი მოდულების შემუშავებაზე, რისკების შეფასების მეთოდების დანერგვაზე, საჯარო ლექციებში მონაწილეობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ", ნათქვამია საქართველოს შსს-ს აკადემიის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: შსს-ს აკადემიის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში