თბილისი. კონსტიტუციის 42-ე მუხლი მიმართავს „საქართველოს რკინიგზას", შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს და საქართველოს პარლამენტს.
„ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების პროტესტის დასრულების მიუხედავად, დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებისა და შრომითი ექსპლუატაციის შენარჩუნების რისკები კვლავ არსებობს, რამდენადაც ერთი მხრივ შრომის ინსპექტირების მექანიზმი კვლავ არაეფექტურია, ხოლო მეორე მხრივ სს „საქართველოს რკინიგზა" უარს აცხადებს პასუხისმგებლობა აიღოს რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების უფლებრივი მდგომარეობის კონტროლზე.
კანონით დადგენილი წესით გაასაჯაროოს ზვარეში, სამშენებლო ობიექტზე განხორციელებული ინსპექტირების შედეგები და საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის მიერ დარღვევების აღმოფხვრისა და რეკომენდაციების შესრულების პროგრესის შესახებ", ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში.
წყარო: article42.ge