თბილისი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება" განხორციელება დაიწყო.
„პროექტის მიზანია შშმ პირთა პოლიტიკური და საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობა, არჩევნების სამართლიანად/დემოკრატიულად ჩატარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების გაზრდა, საარჩევნო პროცესებისა და ამ პროცესებში არსებული კანონმდებლობის ანალიზის, საერთაშორისო სტანდარტებისა და კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.
პროექტის განხორციელების შედეგად მომზადდება კვლევა თუ რამდენად ხდება შშმ პირთა პოლიტიკურ/საარჩევნო უფლებების რეალიზება”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში