16 ნოემბერს, 12:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჟვანია თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი გახსნიან.
წყარო: თბილისი, შ. დადიანის 2/1