თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალი ამერიკული გამოცემის The New Yorker სტატიას და ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ.
„სტატიაში საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ადრეულ ასაკში ქორწინების ტენდენციის შემცირებას ისახავს მიზნად. კანონი 16 წლამდე ასაკის პირებზე ქორწინების დარეგისტრირებას კრძალავს და ასევე კანონით ისჯება გოგონების მოტაცების ტრადიციაც, თუმცა საქართველოში სრულწლოვანებას მიუღწეველი პირები არარეგისტრირებულ ქორწინებას მიმართავენ.
ჟურნალისტი წერს რომ ეს ყველაფერი გოგონების პროფესიულ მომავალს უშლის ხელს, თუმცა ისეთებიც არიან. რომლებიც ადრეულ ასაკში ქორწინების მიუხედავად უარს არ ამბობენ თავის კარიერულ გეგმებზე და დედობის პარალელურად სწავლასაც განაგრძობენ", ნათქვამია გენდერულ საინფორმაციო პორტალზე.
წყარო: ginsc.net