თბილისი. 18 ნოემბერს, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აწყობს ღია კარის დღეს.
„ვისაც გაინტერესებთ ინფორმაცია უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების, ჩარიცხვის პროცედურებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, მთელი დღის განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, პრფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს, ვირტუალურად დაუსვათ მათ კითხვები და მიიღოთ კვალიფიციური პასუხები პირველწყაროსგან”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში