თბილისი. თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორამა თბილისის" საქმეზე მთავარი სხდომა გადაიდო, ნათქვამია საიას ვებგვერდზე სოციალურ ქსელში. „სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში მესამე პირად ჩართული იყო „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო", რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრის წესით გაასაჩივრა. სააგენტოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების კერძო საჩივრის წესით გასაჩივრება, აჭიანურებს პროცესს და მნიშვნელოვნად ამცირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემჭიდროვებულ ვადებში მიღების შესაძლებლობას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს განიხილავს, რომლითაც მოთხოვნილია ,,პანორამა თბილისის" პროექტის ფარგლებში გაცემული მშენებლობის ნებართვების ბათილობა.
წყარო: საიას ვებგვერდი სოციალურ ქსელში