en
ge

გამჭვირვალობის კითხვები ზუგდიდის გამგეობაში დაგეგმილ ატესტაციაზე

სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს ინფორმაციას სათაურით: „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაგეგმილი ატესტაცია გარკვეულ კითხვებს აჩენს". ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა ატესტაია 17–19 ნოემბერს იგეგმება.
ატესტაციასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მომართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის რამდენიმე თანამშრომელმა, „რომლებიც ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ატესტაცია მმართველი ძალისათვის „არასასურველი” მოხელეების გათავისუფლების მექანიზმად იქცეს. ჩვენ შევისწავლეთ ის გარემოებები, რაც ამ საკითხს ახლავს თან და მიგვაჩნია, რომ გარკვეული კითხვები ნამდვილად ჩნდება პროცესის სანდოობასა და მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, არ დაუშვას ატესტაციის პროცესის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: transparency.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023