თბილისი. სემინარი მასწავლებლებისთვის „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის" დასრულდა.
აჭარის რეგიონის პედაგოგებმა თბილისელ კოლეგებთან ერთად ორი დღის განმავლობაში მიიღეს დეტალური ინფორმაცია ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს წვლილის შესახებ, ასევე, გაეცნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარშემო გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასა და რეალურ ფაქტებს. სემინარი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით უკვე მესამე წელია ხორციელდება და მასში უკვე ჩაერთო 500-მდე მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში