en
ge

მარიანი და IDFI პარლამენტში...

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) და არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანის" წარმომადგენლები თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას ესტუმრნენ.
„ვიზიტის დროს, ექსპერტებმა დაათვალიერეს შენობა და გადაიღეს ფოტომასალა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის (მხედველობის პრობლემის მქონე და ეტლით მოსარგებლე პირები) პარლამენტის შენობის ადაპტირების გეგმის შემუშავებაში იქნება გამოყენებული.
აღნიშნული ინიციატივა „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) პრინციპებიდან გამომდინარეობს. სახელდობრ, საქართველოს პარლამენტი, OGP-ს პრინციპებზე დაყრდნობით, ახორციელებს „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016" ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, რომელიც ეფუძნება ისეთ პრინციპებს როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობა, ღია პარლამენტი და კარგი მმართველობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)