თბილისი. „კონსტიტუციის 42–ე
მუხლი" პარლამენტის ინიციატივას საქართველოს
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ეხმიანება და 29 იანვარს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში
აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ხალხის ჩართულობის გარეშე ხდება.
განცხადებაში „კონსტიტუციის 42–ე მუხლი" ყურადღებას ამახვილებს პარლმენტის ადგილმდებარეობის
საკითხზე – „მიზანშეუწონლად მიგვაჩნია
პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხის კონსტიტუციით განსაზღვრა. მიგვაჩნია, რომ
მთავრობა, სხვა
საჯარო და
დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელთანაც აქტიური
თანამშრომლობა პარლამენტის ვალდებულებაა უნდა მდებარეობდეს ერთი
და იგივე
ადმინისტრაციულ ერთეულში".
ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი
მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოედინება ქვეყნისათვის
მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში
დემოკრატიული პრინციპების განმტკითებას".
წყარო: npo.ge