en
ge

ბავშვთა უფლებების დასაცავად გაერთიანებული მწერლები...

თბილისი. გლობალური ლიტერატურული კამპანია გრძელდება. ისტორიები ეძღვნება ბავშვთა საერთაშორისო დღეს და ყურადღებას ამახვილებს იმ უსამართლობაზე, რასაც ჯერ კიდევ აწყდება მსოფლიოს უამრავი უღარიბესი და დაუცველი ბავშვი.
„პატარა ისტორიების კამპანიით იწყება გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) დაარსებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავი სიუბილეო ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით. შვიდი ათეული წლის განმავლობაში იუნისეფის საქმიანობა მოიცავდა თითოეული ბავშვის დახმარებას და მისთვის იმედის მიცემას.
საქართველოდან ლიტერატურულ კამპანიაში ჩართულნი არიან პაატა შამუგია, ირაკლი კაკაბაძე, დავით გაბუნია, შოთა იათაშვილი, ნესტან კვინიკაძე, გიორგი ლობჟანიძე, ვასილ გულეური, დიანა ანფიმიადი, გიორგი კეკელიძე, სალომე მაკარიძე, რატი ამაღლობელი, ლია ლიქოკელი, ლელა სამნიაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, დათო ქარდავა, ნინო სადღობელაშვილი, ზაზა კოშკაძე, ლელა ცუცქირიძე, მარიამ წიკლაური, ტორესა მოსი, ნატო ინგოროყვა, მაკა ლდოკონენი. საქართველოს მწერალთა სახლთან თანამშრომლობით მწერლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართება დისკუსია თემაზე „როგორ აისახება სოციალური საკითხები თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებაში", ნათქვამია იუნისეფის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: unicef.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)