en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი პრესკონფერენცია

აჭარა. 30 იანვარს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" გამართეს ერთობლივი პრესკონფერენცია. იგი უსკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით „აჭარის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” აჭარის ა/რ კანონში შესულ ცვილებებს ეხებოდა.
ორგანიზაციები საზოგადოებას გააცნეს თავიანთ პოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ 2013 წლის 29 ინავარს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს უსკოს დაკომპლექტების წესს. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უსკოს დაკომპლექტების წესის ამ ფორმით  შეცვლა საარჩევნო რეფორმის გარეშე, კონტექსტიდან ამოგლეჯილად აღიქმება,  როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა.
შეგახსენებათ, რომ 2012  წლის 26 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და მოუწოდეს, რომ უსკოს დაკომპლექტების წესის შეცვლა საარჩევნო რეფორმის ჭრილში, არასამთავრობო სექტორთან სამუშაო ფორმატში  განეხორციელებინა.
წყარო: სამართლიანი არჩევნების გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)