თბილისი. 21 ნოემბერს, მწერალთა სახლში გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად გაიმართა პანელ-დისკუსია - სოციალური თემები ხელოვნებასა და ლიტერატურაში.
„დისკუსიის თემა იყო, რამდენად აისახება სოციალური თემები თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებაში, როგორი ისტორიული გამოცდილება იყო ამ მხრივ წარსულში და რამდენად უნდა ეხმაურებოდეს ხელოვნება და ლიტერატურა იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რაც საზოგადოებას აწუხებს.
მომხსენებლებმა ისაუბრეს თუ როგორ და რა ფორმით არის შესაძლებელი სოციალური თემების ასახვა ხელოვნებასა და ლიტერატურაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში