თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ახალი პოლიტიკის დოკუმენტი მოამზადა. გიორგი ნონიაშვილი, პოლიტიკის მკვლევარი, მუშაობდა თემაზე: საარჩევნო ხმის უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
„დოკუმენტი მიმოიხილავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, საარჩევნო გარემოს მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის: საარჩევნო ხმის უფლებით სარგებლობისას შექმნილ დაბრკოლებებს, დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისობას შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციასთან და სხვა საკითხებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში