თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენთვის მიუღებელია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედია საშუალებასთან ამ ფორმით ბრძოლა. მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში „რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის და ჟურნალისტების დაცვა ქვეყნის ინტერესებში უნდა იყოს, რადგანაც მრავალფეროვანი მედია გარემო ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge