en
ge

გამოფენა - „გოგონა დაიბადა“

თბილისი. 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ხვალ, 17 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საგამოფენო დარბაზში დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა „გოგონა დაიბადა" გაიხსნება.
„ფოტოგამოფენა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და ეძღვნება 16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
დინა ოგანოვას ფოტოპროექტი „გოგონა დაიბადა" თბილისსა და კახეთში მცხოვრები იმ ოჯახების შესახებ გვიამბობს, რომელთაც მხოლოდ გოგოები ჰყავთ. ფოტოპროექტის მიზანია, აამაღლოს ცნობიერება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის შესახებ და ხაზი გაუსვას გოგოებისა და ვაჟების, როგორც შვილების, უფლებრივ თანასწორობას, მათ მიმართ თანაბარი მოპყრობის აუცილებლობას, მათი შესაძლებლობების ერთნაირად რეალიზების საჭიროებას, რაც მთავარია როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების ჰარმონიული განვითარებისათვის", ნათქვამია გენდერული საინფორმაციო პორტალის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ginsc.net


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)