აჭარა. პროექტის - „მართე შენი ქალაქი" ფარგლებში ბათუმის 13 ტერიტორიულ ერთეულში ახალგაზრდებმა საჯარო შეხვედრები - „შენი ხმა საბჭოში" გამართეს.
შეხვედრების საფუძველზე თითოეული უბნიდან შერჩეულ იქნა ერთი ინიციატივა. აღნიშნული ინიციატივის შერჩევა „გზა პროგრესისკენ" ინსტრუმენტის საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
ინიციატივების რუკის პრეზენტაცია ბათუმის მუნიციპალიტეტთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების წევრთათვის 26 ნოემბერს გაიმართება. ასევე, აღნიშნული ინიციატივები სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებს წერილობითაც წარედგინებათ.
პროექტი „მართე შენი ქალაქი" ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.