შიდა ქართლი. 26 ნოემბერს, გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეები აქციას „არა გენდერულ სტერეოტიპებს" შეუერთდნენ.
„ამ აქციით კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას რომ გენდერული სტერეოტიპები პირდაპირ კავშირშია უთანასწორობასთან და ხელს უწყობს გენდერულ ძალადობას და ქალების დისკრიმინაციას. აქციის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირება", ნათქვამია ორგანიზაციი ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში