en
ge

„მმართველობის სტრუქტურა: პოლიტიკური დეცენტრალიზაციის გააზრება“

თბილისი. რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში, დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ დანიელ ტრაისმენის წიგნს: „მმართველობის სტრუქტურა: პოლიტიკური დეცენტრალიზაციის გააზრება".
ავტორი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური დეცენტრალიზაცია ხშირ შემთხვევაში განხილულია, როგორც მმართველობის გაუმჯობესების მექანიზმი. დეცენტრალიზაციის მომხრეთა აზრით, მმართველობის და ხალხის დაახლოება არის უფლებების დაცვის, ეთნიკური კონფლიქტების თავიდან აცილების და მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობის ერთგვარი გარანტი. დანიელ ტრაისმანი მიიჩნევს, რომ მსგავსი არგუმენტები ხშირ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული და საჭიროა დეცენტრალიზაციის თეორიის კარგად გააზრება. წიგნში განხილულ ემპირიულ მაგალითებზე დაყრდნობით ავტორი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია იმის თქმა სარგებლის მომტანია დეცენტრალიზაცია კონკრეტულ შემთხვევაში თუ არა.
წყარო: participate.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)