შიდა ქართლი. 25 ნოემბერს, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ქალბატონებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „გუნდურობა".
„ტრენინგის მიზანი იყო ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდებში გუნდური მუშაობის პრინციპების, პროცესის და შედეგების გაცნობა როლური სავარჯიშოების და თეორიული მასალის გაცნობის გზით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში