თბილისი. რადარამმა ბილ მაკკიბენის „ნავთობი და თაფლი" ქართული თარგმანი გამოსცა.
„ბილ მაკკიბენი ცნობილი ამერიკელი გარემოს დამცველი, მწერალი, ჟურნალისტი და პედაგოგია. 2013 წელს იგი განდის სახელობის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა. მისი წიგნი „ნავთობი და თაფლი" ერთგვარი მოწოდებაა დედამიწის გადასარჩენად. მწერალი ასაბუთებს, რა საფრთხეს უქმნის პლანეტას გლობალური დათბობა, რომლითაც არის გამოწვეული უამრავი სტიქიური უბედურება დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. აღნიშნული პროცესი მსოფლიოში კლიმატის უფრო და უფრო საშიშ ცვლილებებს განაპირობებს. მაკკიბენის აზრით, ამ უბედურების გამომწვევი არის ადამიანის მომხმარებლური დამოკიდებულება ბუნების მიმართ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში