თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო საჩივრების განხილვის, შედეგების შეჯამების პროცედურების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
„საარჩევნო დავების განხილვისას გამოვლინდა საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროდ განმარტებისა და საჩივრების დაუკმაყოფილებლობის ტენდენცია. როგორც საარჩევნო კომისიები, ასევე სასამართლოები საარჩევნო კანონმდებლობის ჩანაწერებს ძალიან ვიწროდ განმარტავდნენ, რაც ფაქტობრივად, მათთან წარდგენილი საჩივრების დაუკმაყოფილებლად დატოვების საფუძველი ხდებოდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ასეთი მიდგომა არა საქმეზე კანონიერების/მართლმსაჯულების დადგენას, არამედ საჩივრების თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად. მიუხედავად დარღვევის სიმძიმისა, ზემდგომი საარჩევნო კომისიები მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს უფარდებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს და არ ახდენდნენ საჩივარში დაყენებული სხვა კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge