პოლონეთის აგრარული ბაზრის სააგენტომ სასწავლო ვიზიტით ჩასულ საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი იყო ქართული დელეგაციისთვის კოოპერატივების მოდელის გაცნობა პოლონეთის სოფლის მეურნეობის სექტორში. ვიზიტი შედგა 2016 წლის 6 – 10 ნოემბერს, საქართველოში მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და ორგანიზაციების წარმომადგენლები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: enpard.ge