თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სასმელი წყალი ჯანმრთელობისათვის რომ უსაფრთხო არ არის. ამ ფაქტს, ადასტურებს ადამიანების მოწამვლა და ლაბორატორიული კვლევებიც.
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა ხიდისთავის სასმელი წყლის ვარგისიანობის გადამოწმების მიზნით, სახელმწიფო უწყებებს მას შემდეგ მიმართა, რაც ორგანიზაციას სასმელი წყლით მოწამლული მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებმა მიმართეს. ადგილობრივები მიუთითებდნენ, რომ სასმელი წყლით მოწამვლის შემთხვევები ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.humanrights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)