თბილისი. პარლამენტში მესამე მოსმენით ძალაში შევა კანონი, რომელიც ძალადობრივ დანაშაულზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს.
„სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა: წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა არ გავრცელდება და კანონის დეფინიცია დაზუსტდება.
ახლებურად განისაზღვრება ძალადობის მუხლი. ცემა ძალადობის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრება და შესაბამისად, დაგეგმილია „სისხლის სამართლის კოდექსიდან" იმ მუხლის ამოღება, რომელიც ცემისთვის ცალკე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, წამების დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალს ემატება წამება სამედიცინო მანიპულაციების, მედიკამენტების, ან სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე ანგარებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღიარების იძულების მიზნით ან მესამე პირის წინააღმდეგ ცრუ დასმენის მიზნით", ნათქვამია გენდერული საინფორმაციო პორტალის ვებ-გვერდზე.
წყარო: ginsc.net