თბილისი. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ორგანიზებით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც საქართველოსთვის არც თუ ისე გამოცდილ საკითხს ბავშვთა ადრეულ განვითარებას ეძღვნება.
„შეზღუდული შესაძლებლობების პრევენცია ბავშვის განვითარების პროცესში დროულ, საუკეთესო შემთხვევაში 3 წლის ასაკამდე (მაქსიმუმ 7 წლამდე) ჩარევით არის შესაძლებელი.
სტატისტიკა ასეთია:
საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით განვითარების პრობლემა ბავშვთა 8,5%-ს აღენიშნება. საქართველოში 7 წლამდე ასაკის დაახლოებით 370 000 ბავშვია, რაც ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მსგავსი პრობლემა შესაძლოა 30 000 ბავშვს ჰქონდეს. თუმცა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 0-დან 9-წლამდე განვითარების დარღვევების მქონე მხოლოდ 13 412 ბავშვი ჰყავს აღრიცხული," ნათქვამია ორგანიზაიცის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში