en
ge

„წითელი ცისარტყელაში: სექსუალობა, სოციალიზმი და ლგბტ გათავისუფლება“

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს თარგმანს: „წითელი ცისარტყელაში: სექსუალობა, სოციალიზმი და ლგბტ გათავისუფლება". თარგმანი ჰანა დის წიგნის შეჯამებაა და ნაშრომის სრულს შინაარს არ ასახავს.
„მიუხედავად მიღწევებისა, ლგბტ ჩაგვრა კაპიტალისტური საზოგადოების საფუძვლებშია ჩაბუდებული. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ექსპლუატაციასა და კონკურენციაზე აგებულ გარემოში გახდა შესაძლებელი ყველაზე ინტიმური – ჩვენი პირადი ურთიერთობების მოგების პრინციპისთვის დაქვემდებარება და ოჯახის ინსტიტუტის იმ თარგზე გამოჭრა, რომლის ფონზეც როგორც მმართველი კლასის, ისე იაფი სამუშაო ძალის კვლავწარმოებას არაფერი ემუქრება. ჩვენი – ლგბტ ადამიანების – სექსუალობისა და გენდერული იდენტობის თავისუფლება პირდაპირ უთხრის ძირს ოჯახის იმ მოდელს, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკოსებს, დიდ ბიზნესსა და მედიას შეუძლიათ ხოტბა ასხან ოჯახურ ფასეულობებს და, ამავდროულად, ოდნავაც არ იზრუნონ ბავშვის აღზრდასთან თუ მოხუცებულთა და სნეულთა მოვლასთან დაკავშირებულ მძიმე, უფასო საშინაო შრომაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)