იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნა.
„ცენტრის წევრები „მაკდონალდსთან" ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნური სამყარო" ეწვივნენ და მათთან ერთად სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები გამართეს. კომპანიამ ბავშვებს საჩუქრები გადასცა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა შშმ ბავშვების სოციალიზაცია და ინტეგრაცია საზოგადოებაში, მხარეთა სოციალური პასუხისმგებლობების განაწილება და ბავშვზე მზრუნველობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში