სამცხე–ჯავახეთი. 28 იანვარს, ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგის
თემა იყო ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი".
ტრენინგი სამ ეტაპად
ჩატარდა. თანატოლგანმანათლებლებმა განიხილეს ახალგაზრდებში ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და სიგარეტის გამოყენების შემთხვევები
და მისი სავალალო შედეგები. გაიმართა დისკუსიაც, მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა არის ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა მავნე ჩვევები
უყალიბდებათ ახალგაზრდებს, რა პრობლემები ახლავს ამ ჩვევებს და რა უნდა გაკეთდეს
იმისთვის, რომ მოზარდი არ მიეჯაჭვოს ალკოჰოლს, ნარკოტიკს და ნიკოტინს.