en
ge

გახდი ბავშვთა „ჰოსპისის მეგობარი“

თბილისი. თბილისში პირველი ბავშვთა ჰოსპისი აშენდა. ჰოსპისი ეს არის სახლი, სადაც ქრონიკული სენით დაავადებული ბავშვები თავის დარჩენილ სიცოცხლეს გაატარებენ და სადაც მოხდება ბავშვების ტკივილის მართვა, სულიერ და ფიზიკურ მხარეზე ზრუნვა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა.
ბავშვთა სახლის კეთილმოსაწყობად, კონკურსი „ჰოსპისის მეგობრარი" ტარდება. დახმარება ნებისმიერ დაინტერესებულ ინდივიდს თუ ორგანიზაციას შეუძლია.
„ჰოსპისის მეგობრის” სტატუსის მიღება შესაძლებელია შემდეგნაირად: წინა თვის გამარჯვებული, FB- ის მეშვეობით იწვევს 3 მეგობარს და მოუწოდებს დაეხმაროს ბავშვთა ჰოსპისს თანხის მოზიდვაში. სამი კონკურსანტი 1 თვის განმავლობაში (საკუთარი ტაქტიკით და მეთოდით) ცდილობს თანხის მოზიდვას 1 ლარიდან უსასრულობამდე. თვის ბოლო რიცხვში გამარჯვებული ხდება ის, ვინც მეტ თანხას მოიზიდავს.
...ამ თვეში გვინდა, რომ კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყოს და თანხა შეგროვდეს „სამყაროს გამოცდილების ოთახისთვის", რომელიც ძალიან გვჭირდება. გვინდა თავად გადაწყვიტოთ ვინ მიიღებთ მონაწილეობას ამ თვის კონკურსში და ვინ დაეხმარებით ჰოსპისს საჭირო თანხის მობილიზებაში. გვჭირდება 3 ადამიანი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)